შუალედური დონის ტრეკი გთავაზობთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ნიუანსების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას. ის განკუთვნილია მათთვის, ვინც იცნობს კრიპტოვალუტების საფუძვლებს და სურს გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში. ეს კურსი შედგება 70-ზე მეტი მოდულისგან და მოიცავს ინფორმაციას იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს) უდევს საფუძვლად, ასევე ინფორმაციას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კომპლექსური კონცეფციების შესახებ და ა.შ.
ამ კურსის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საგანმანათლებლო ვიდეოების მეშვეობით და შეძლებთ მიღებული ცოდნის შემოწმებას ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით.
თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლებს:
მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას ბლოკებისა და ტრანზაქციების შესახებ.
მიიღებთ ინფორმაციას ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
შეისწავლით ბლოკჩეინსა და Web3-ს შორის არსებულ სინერგიას, გაიგებთ, რა გავლენა აქვს მას მონაცემთა მფლობელობაზე, ბიზნეს-მოდელებზე და შედარებით ფართომასშტაბიან ციფრულ ეკოსისტემაზე.
საფუძვლიანად დაეუფლებით კრიპტოვალუტების კონცეფციებს:
შეისწავლით კრიპტოვალუტების ისტორიას და მის რეალურ სამყაროში გამოყენების მეთოდებს.
მიიღებთ ინფორმაციას კრიპტო აქტივების მართვის, ზოგადად კრიპტო ბირჟების და რისკების მართვის ძირითადი პრინციპების შესახებ.
შეისწავლით Bitcoin-ის და Ethereum-ის ძირითად ელემენტებს და ტოკენომიკას.
გაიგებთ DApp-ებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ:
გაიღრმავებთ DApp-ებთან დაკავშირებულ ცოდნას, რისთვისაც საფუძვლიანად შეისწავლით სმარტ კონტრაქტებს, მათი შექმნის და გაშვების პროცესებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს.
საფუძვლიანად განვიხილავთ DAO-ებს, მათი შექმნის პროცესს, მუშაობის მექანიზმს, გამოყენების გზებს და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
გაიაზრებთ DeFi-სთან დაკავშირებულ სირთულეებს:
შეისწავლით DeFi-ს მექანიზმს, მის დინამიკას, დეცენტრალიზებული სესხების და გასესხების მეთოდს და სარგებლის ფარმინგის კონცეფციას.
შეისწავლით დროებითი ზარალის და ფასის ცურვის DeFi კონცეფციებს და მათი ეფექტურად მართვის პრინციპებს.
გაეცნობით NFT-ების სამყაროს:
შეისწავლით NFT-ების ანატომიას და NFT-ის საავტორო უფლებების და საკუთრების ასპექტებს.
გაიგებთ როგორ ხდება NFT-ების შექმნა, დამზადება, ყიდვა და გაყიდვა.
შეისწავლით NFT-ების გამოყენების გზებს, ინსკრიპციებს და Bitcoin NFT-ებს.
მიიღებთ ინფორმაციას NFT-ებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და გამოწვევების შესახებ.
შეისწავლით კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს:
გაიღრმავებთ ცოდნას ბაზრის დინამიკასთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.
შეისწავლით დეი-ტრეიდინგის და სვინგ-ტრეიდინგის ასპექტებს.
მიიღებთ ინფორმაციას დივერსიფიკაციის და რისკის მართვის პრინციპებთან დაკავშირებით.
შეისწავლით ვაჭრობის ინტერფეისს, შეკვეთების სხვადასხვა ტიპებს, შეთავაზება-მოთხოვნის სპრედს და ფასის ცურვის ფენომენს.
მიიღებთ ინფორმაციას ტექნიკური ანალიზის ისეთ ინდიკატორებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად მოძრავი საშუალო, RSI და Ichimoku Cloud.